18:16 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 17:55:30, 1347 ნახვა

საზოგადოება
„არსებობს რისკი, რომ მიწათსარგებლობის გენგეგმა წინააღმდეგობაში მოვიდეს კერძო მესაკუთრეების ინტერესებთან“

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში (აფბა) მიიჩნევენ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები, შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს კერძო მესაკუთრეების ინტერესებთან.

გენერალური გეგმა თბილისის მერიას „სითი ინსტიტუტმა“ წარუდგინა, რომლის შესახებაც აფბამ დღეს შენიშვნები და რეკომენდაციები წარადგინა.

აფბა–მ შეისწავლა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეკონომიკური მხარე და ერთ-ერთ პრობლემად გამჭვირვალეობის საკითხი დაასახელა.

აფბას პოზიციით, დედაქალაქის მერიის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო პირობების თანახმად, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საზოგადოებრივი - თანხმობის დოკუმენტი უნდა ყოფილიყო, ასოციაციის პროზიციით, პროექტის ავტორების ცალკეული მედიააქტივებობები არ შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად. ზოგადად, ინფორმაციის მიწოდება ხდება არასისტემურად და არაკომპლექსურად, შესაბამისად, საზოგადოებაში წარმოდგენილი დოკუმენტის მიმართ ცნობადობა შეიძლება შეფასდეს ზედაპირულად.

ასოციაციის ინფორმაციით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ყველაზე აქტიურად საუბარია დედაქალაქში შემოვლითი რკინიგზის პროექტის აღდგენასა და ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ გადატანაზე. იყო ნახსენები სხვა მასშტაბური პროექტებიც, მაგალითად მტკვარზე სატრანსპორტო სისტემის მოწყობა დასხვადასხვა რეკრეაციული ზონების შექმნა.

წარმოდგენილი რეკომენდაციების შესწავლის საფუძველზე, აფბა მიიჩნევს, რომ რეკომენდაციებში ძალიან ზედაპირულად არის ასახული აღნიშნული პროექტების მიზანშეწონილობის საკითხი. არ არის ნათელი ეფექტები და შედეგები. გარდა ამისა, რეკომენდაციებში სრულად გაანალიზებული არ არის, რა რესურსებით უნდა დაფინანსდეს ეს პროექტები პროექტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკამათო ხდებ ზოგადად ამ პროექტების რეალურობა.

ასოციაციის მიერ შემუშავებული შენიშვნების თანახმად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული პროექტების ლოკაციის ადგილების უდიდესი ნაწილი წარმოადგენს კერძო საკუთრებას, შესაბამისად, მომავალში, ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები წინააღმდეგობაში მოვიდეს კერძო მესაკუთრეების ინტერესებთან.

გარდა ამისა, აფბას პოზიციით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული რეგულაციები ზღუდავს დედაქალაქის საინვესტიციო შესაძლებლობებს და წინააღმდეგობაში მოდის ცენტრალური მთავრობის მიერ გამოცხადებულ პრიორიტეტებთან.

ასოციაციაში ამბობენ, რომ სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში სავალდებულო ხდება განაშენიანების რეგულირების გეგმების დამუშავება. ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული გეგმები არ ხსნის დედაქალაქში ქაოტური განაშენიანების პრობლემას, ვინაიდან აღნიშნული გეგმები მზადდება ცალკეული ტერიტორიებისთვის და ამოვარდნილია ზოგადი კონტექსტიდან. ამავე დროს, აღნიშნული რეგულაცია, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სამშენებლო ნებართვის მოპოვებას შედარებით მცირე ტეტირორიებზე.

აფბას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციების ბუნდოვანი შინაარსი, გაურკვეველს ხდის კონკრეტული ტერიტორიების მომავალს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ის, შესაბამისად, ამ ტერიტორიების მიმართ საინვესტიციო ინტერესი მცირდება.

აფბას შეფასებით, წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის განხილური ქალაქის ეკონომიკური ცენტრების განვითარების საკითხები, სხვადასხვა ფუნქციის და შინაარსის საწარმოების მოწყობის და ფუნქციონირების პრინციპები. სატრანსპორტო კვანძების განვითარების, რეკრეაციული ცენტრების მოწყობის და სხვა საკითხები განხილურია არაკომპლექსურად. შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციების დიდი ნაწილი იქნება წინააღმდეგობრივი, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს იმას, რომ მათი პრაქტიკაში დამკვიდრება შეუძლებელი გახდება.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეკომენდირებული პროექტების ანალიზისას ჩანს, რომ ის რეალურადაა აცდენილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებთან. ზემოთჩამოთვლილ შენიშვნებში, ნათლად იკითხება, რომ ეს პროცესი სამომავლოდ შეანელებს ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობას.

ზემოთ წარმოდგენილი შენიშვნების საფუძველზე აფბა მიიჩნევს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის იმ სახით დამტკიცება, როგორიც ის მიმდინარე ეტაპზეა, გამოიწვევს ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შენელებას, რაც თავის მხრივ გააუარესებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

გარდა ამისა, წარმოდგენილი რეკომენდაციები, გარკვეულ შემთხვევებში, პირდაპირ უზღუდავს საქმიანობის საშუალებას მცირე და საშუალო ბიზნესს. ბუნებრივია, ეს პროცესი გამოიწვევს ამ სეგმენტის გაძევებას ეკონომიკური აქტივობებიდან და არსებული მოთხოვნა გადანაწილდება შედარებით მსხვილ ბიზნესზე.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ ამ პროცესის ნეგატიური შედეგები მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა ნაკლებად იყოს ხილული, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოდგენილი რეკომენდაციების დამტკიცება ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო შეანელებს ეკონომიკურ აქტივობას, ვინაიდან სამუშაოს და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების მხრიდან საბაზრო მოთხოვნა მინიმუმამდე შემცირდება.

აფბა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის სრულყოფილი, გათვალისწინებული ღონისძიებები არ არის კომპლექსური და არ არის გააზრებული მოსალოდნელი ეფექტები. აქედან გამომდინარე, აფბა მიიჩნევს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა მომზადდეს მთლიანად ქალაქის განვითარების ერთობლივი სტრატეგიის საფუძველზე. აფბა მოუწოდებს დედაქალაქის მერიას, მაქსიმალურად მოკლე ვადებში უზრუნველყოს ქალაქის ერთიანი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის დაწყება და ყველა სხვა ქვემდებარე დოკუმენტი მომზადდეს ერთიანი სტრატეგიის გათვალისწინებით.

აფბა–ს ძირითადი რეკომენდაციაა დედაქალაქის ცხოვრების შესახებ კონკრეტული მარეგულირებელი დოკუმენტის მომზადება მოხდეს მოსახლეობის ყოველდღიურობის ყველა ასპექტის გათვალისწინებით.

ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ დედაქალაქის ცხოვრება არ არის მხოლოდ არქიტექტურა ან ეკოლოგია. აუცილებელია მდგრადი განვითარების ასპექტების რეალობაში შემოტანა, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკური განვითარების ეკოლოგიური და ურბანული პრობლემატიკის მაქსიმალური გათვალისწინებით დაგეგმვას გულისხმობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics