18:19 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 17:46:46, 1558 ნახვა

საზოგადოება
დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების მიზნით ბათუმში ორი კორპუსი შენდება

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  ზურაბ პატარაძემ  ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 164 დევნილ ოჯახსა და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 220  ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. 

მინისტრის თქმით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, აჭარაში იმ დევნილების პრობლემა გადაწყდება, რომლებსაც დღემდე არ აქვთ სახლები.

 „ორმხრივად მნიშვნელოვან პროცესს ვიწყებთ, ამ კორპუსების მშენებლობა  გაჩერებული იყო  და აჭარის მთავრობისა და ჩვენი სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით  მოხერხდა გაგრძელება.  შესაბამისად, 220 წაბლანელი ოჯახი და 164 დევნილი ოჯახი  ამ კორპუსებში ბინებს მიიღებს.  წაბლანის ტრაგედია 28 წლის წინ მოხდა და დღემდე,  ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა ამ ხალხის საცხოვრებლის პრობლემა.  დღეს, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის დასრულების შემდგომ, აჭარაში იმ დევნილების პრობლემა გადაწყდება, რომლებსაც დღემდე არ აქვთ სახლები,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სამშენებლო სამუშაოებს  ბინათმშენებლობის ამხანაგობა „წაბლანა 2015“  ახორციელებს.  აჭარის მთვრობამ  ამხანაგობას ბათუმში 5000 კვ.მ  მიწის ნაკვეთი გადასცა და   1  550 000 ლარი გამოუყო. 

მშენებლობის დასრულების საქმეში დიდი წვლილი შეაქვს დევნილთა და განსახლების სამინისტროს, რომელიც  აღნიშნულ კორპუსებში დევნილი ოჯახებისთვის 164 ბინას შეისყიდის. სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics