2015-04-09 18:37:05, 328 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: მთავრობის მართვის არავითარი ბერკეტი არ მაქვს
„მთავრობის მართვის არავითარი ბერკეტი არ მაქვს“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კულისებიდან ქვეყნის მის მართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ის არ მართავს მთავრობას კულისებიდან.
„არ ვმართავ კულისებიდან მთავრობას. მთავრობას მართავს მთავრობის მეთაური მინისტრები ასრულებენ თავის ფუნქციებს, ძალიან იშვიათად თუ დამირეკევან და რჩევას მკითხავენ, ძალიან ნორმალურია ეს მთელს მსოფლიოში ხდება. მე არა მაქვს არავითარი ბერკეტი მათი მართვის. არავინ არ არის ჩემი ნათესავი, არავისთან არ ვმეგობრობდი მათთან ვინც დღეს მთავრობაში არიან. მაქვს საზოგადოებაში დიდი ნდობა, ძალიან კარგად იცინ ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ ყველასგან მოვითხოვ კანონის დაცვას, როგორც მოქალაქე დღეს. მე ხმას ამოვიღებ და ჩემს ხმას ძალა ექნება, აქედან გამომდინარე მე მგონია, რომ ამას დიდ ანგარიშს უწევენ და ის ვისაც აქვს სურვილი ან არღვევს კანონს, ან კანონის დარღვევის სურვილი აქვს, ჩემზე აგრესია მოდის იმიტომ რომ მათთვის ხიფათს წარმოვადგენ“,-განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ექს პრემიერმა დასძინა, რომ ის ერთ-ერთია იმათგან ვინც ილიას სიტყვებს აბსოლუტურად აკმაყოფილებს.
„ასე, რომ ეჭვიანობენ ივანიშვილი მმართავსო მთავრობას რამე პირადული ნახეს ივანიშვილში? ასე ვთქვათ, საჩემოდ რამეს ვაკეთებ? მე ვარ ერთ-ერთი მათგანი ვინც აბსოლუტურად აკმაყოფილებს ილიას სიტყვებს. ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე უნდა გაიაზროს და საკუთარი წარმატებები უნდა ვეძებოთ მთელი ერის წარმატებაში და არა ცალკე. რისთვის შფოთავენ? თუ ჩემი ინტერესები საერთო საზოგადოების ინტერესებს ემთხვევა, არაფერს პირადულს არ ვაკეთებ, არ ვაფუჭებ, ასეთ შემთხვეაშიც, რომ ეჭვი რჩებათ რომ ვმართავ. რა აშფოთებთ?“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან