|
2017-04-28 16:00:24, 1514 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ყირგიზეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ყირგიზეთის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. სოფლის მეურნეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგელობაში ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის და ალკოჰოლური პროდუქციის წარმოების ასოციაციის პრეზიდენტები და კერძო კოპმანიების წარმომადგენლები არიან. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეღვინეობა-მევენახეობის კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ყირგიზეთის დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესიკერაა და, ბუნებრივია, რომ სოფლის მეურნეობის ამ დარგს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ყირგიზეთის დელეგაციის წევრები ვაზის გაშენების, ასევე, ქართული ღვინისა და კონიაკის სპირტის წარმოების საკითხებით დაინტერესდნენ. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალზე და ბაზრების დივერსიფიკაციაზე გაამახვილა ყურადღება. ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის დელეგაციის წევრებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში ღვინის მუზეუმი და მარანი დაათვალიერეს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა მოინახულეს და ქართული ღვინის კომპანიებს ესტუმრნენ. (NS)
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)