|
2017-04-28 15:15:47, 1492 ნახვა
საზოგადოება
გამარტივებული საქმისწარმოების სერვისით 6 ათასამდე აპლიკანტმა ისარგებლა
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2017 წლის პირველი კვარტლის ანგარიშს აქვეყნებს. 2017 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 5 973 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ, საიდანაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 296 აპლიკანტს ეთქვა უარი წარმოებაზე. გამარტივებული საქმისწარმოების ქეის მენეჯერებმა 2017 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით წარმოებაში მიიღეს 7 444 აპლიკაცია, ხოლო აღნიშნული 3 თვის განმავლობაში დაასრულეს 5 155, მათ შორის ნებაყოფლობით გადახდის ვადაში გადახდა განხორციელდა 69 საქმეზე, ხოლო მორიგებით დასრულდა 868. აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2017 წლის პირველ კვარტალში შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაში, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, თითოეული საქმე გადაეცემა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის ქეის მენეჯერს. (NS)
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)