18:19 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 19:47:31, 2405 ნახვა

საზოგადოება
ქალაქი, როგორც ავტოსადგომი - „ოკუპირებული“ ტროტუარები და წესი, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა

დედაქალაქის ცენტრალური თუ გარეუბნების ტროტუარებზე დაპარკინგებული ავტომობილები მუდმივი პრობლემაა, როგორც ქვეითებისთვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბავშვებს ეტლით ასეირნებენ.

თბილისის ქუჩებში არაერთხელ გავმხდარვართ ისეთი სიტუაციის მომსწრე, როდესაც ტროტუარზე დაპარკინგებული ავტომობილის გამო,  გავლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

დედაქალაქის  მერიამ ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე პარკირების ადგილები  გააუქმა, თუმცა აღნიშნულმა აკრძალვამ მხოლოდ თეორიული ხასიათი  მიიღო.

„ექსპრესნიუსის“ ფოტოობიექტივმა  ცენტრალური უბნების  ტროტუარებზე დაპარკინგებული  ავტომობილი არაერთხელ  დააფიქსირა.

 „ტრანსპორტისა და გზების“ ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ჩვენთან საუბარში  პრობლემის მოგვარების რამდენიმე  ვარიანტზე საუბარობს.

მესხიშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში მშენებლობები უნდა შეწყდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს. ის განმარტავს, რომ  პარკირების ადგილი ე.წ. სტაიანჩიკების, ფიზიკური, იურიდიული და კერძო პირების მიერაა "ოკუპირებული".  

„პარკირებასთან მიმართებაში არსებული პრობლემა არ მოგვარდება მანამ, სანამ არ გვექნება რაღაც ხედვა და გეგმა, რომელიც სამწუხაროდ ამ  ეტაპზე არ გვაქვს. რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი,  გრძელდება მშენებლობები და ამის ნათელი მაგალითია ნინო ჟვანიას ქუჩა,  საერთოდ არ არის პარკირების ადგილი. დედაქალაქში პარკირების ადგილები მიტაცებული არის კერძო, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ. მაგალითად, ყველას შემოღობილი აქვს ადგილი, მაგალითად მაღაზიის მეპატრონე არ გაგაჩერებინებთ ავტომობილს. ეს ის ადგილებია, სადაც ტაქსები აწყობენ, ასე ვთქვათ „ტაქსოცენტრებს“ და იქიდან გაჰყავთ კლიენტები. ე.წ. სტაიანჩიკების თემა, რომლებიც ასევე შეადგენენ ამ პრობლემის ნაწილს. მათაც შეიძლება ითქვას ოკუპირებული აქვთ ის ტერიტორიები, სადაც უნდა ხდებოდეს ავტომობილების გაჩერება.  შესაძლოა, პარკირების ადგილები საკმარისი არ იყოს, მაგრამ ამის გაკეთება ხომ შეიძლება?! უნდა შეწყდეს მშენებლობები იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის. როგორ გაივლის ქვეითი იმ კორპუსთან, რომელიც 12 სართულიანია და არ აქვს პარკირების ადგილი. პირველ რიგში ეს უფრო სერიოზული პრობლემაა. მეორე მხრივ შეიძლება ალტერნატიული ადგილების მოძებნა და ამის გაკეთება მერიას აქამდე შეეძლო. აქ გამოსავალი არის იმაში, რომ მშენებლობების  ნებართვა არსებული ფორმით  უნდა შეწყდეს, დროზე უნდა გამოცხადდეს ინტერესთა გამოხატვა, რომელიც სამი წელი იწერება. ასევე, უნდა შემოვიდეს ბიზნესი პარკირების ადგილის მოწყობაზე“, - აღნიშნავს მესხიშვილი.

კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე "ოკუპირებული" ტროტუარების საკითხს, შშმ პირებისთვის წარმოქმნილი პრობლემების კუთხით განიხილავს.

ძნელაძე განმარტავს, რომ პარკირების ადგილები არასაკმარისია და საზოგადოების შეგნების დაბალ დონზე ამახვილებს ყურადრებას.

„პარკირების ადგილები არასაკმარისია და საზოგადოების შეგნება  არის ძალიან დაბალი. ეს არის ძირითადი პრობლემა. იქ სადაც შშმ პირისთვის არის ადგილები განკუთვნილი, ნუ გააჩერებენ მანქანას. მთავარია ასეთი სადგომები  არ იყოს ცოტა და მოქალაქეების შეგნება იყოს მაღალი, რაც სამწუხაროდ ასე არ არის“, - განაცხადა ძნელაძემ.

აღსანიშნავია, რომ თბილისში პარკირებას წლებია კომპანია „სითი პარკი“ არეგულირებს. შესაბამისად, ყოველ სამართალდარღვევაზე რეაგირება „სითი პარკისა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მოვალეობაში შედის.

„ექსპრესნიუსს“ როგორც „სითი პარკში“, ასევე შსს-ს საპატრულო პოლიციის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ არასწორ პარკირებაზე რეაგირებას ახდენენ და ჯარიმები ყოველდღიურად იწერება.

„რეაგირება ხდება. ჩვენი პარკინგ ინსპექტორები ყოველდღიურად მოძრაობენ ქალაქის ქუჩებში  და თუ ხედავენ სამართალდარღვევას წერენ ჯარიმებს. თქვენ როდესაც გადაიღეთ ფოტოები, შეიძლება  იმ მომენტში  არ იყო ინსპექტორი, მაგრამ გამოივლიდა და  გამოწერდა ჯარიმას“, - აცხადებენ "სითი პარკში".

რაც შეეხება პრობლემის მოგვარებას, მერიის სატრანსპორტო სამსახურში  აღნიშნავენ, რომ ტროტუარებზე პარკირება 100%-ით  გაუქმდება, თუმცა ისინი კონკრეტულ ვადებზე ვერ საუბრობენ.

„2015 წლის დასაწყისისთვის დედაქალაქში  1898  საპარკინგე ადგილი იყო  ტროტუარებზე. ამ წუთას სახეზე გვაქვს 1220  ანუ თითქმის 700-მდე ადგილი უკვე გაუქმებულია. აპრილის შუა რიცხვებში ქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ გავიტანეთ 136 ადგილის გაუქმებაზე წინადადება, რომელიც  დედაქალაქის მთავრობამ მოიწონა და მომავალი კვირიდან „სითი პარკი“  მათაც გააუქმებს. მერიას არანაირად არ ეხება პარკინგის მონიტორინგი, ამაზე ოპერირება გადაცემული აქვს „სითი პარკს“.  რაც შეეხება ტროტუარებზე პარკინგს, ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა მანქანის დაყენების პრობლემა პრობლემაა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემაა ქვეითის უსაფრთხოება. ჩვენ ვცდილობთ ალტერნატიული ადგილების შეთავაზებას მძღოლებისთვის. იქ სადაც განიერი ტროტუარებია, ჩვენ გავაკეთეთ ე.წ. „შეჭრა“. ჩვენ ვმუშაობთ პარკირების სისტემის დახვეწაზე  საკრებულოსთან ერთად. განიხილება ევროპული სხვადასხვა მოდელი. ჯერ ვერ გეტყვით რომელი იქნება ან რა ტიპის. ტროტუარებზე პარკირება 100%-ით გაუქმდება,  ერთბაშად გაუქმებას წინ არაფერი არ უდგას,  მაგრამ ჩვენ ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ მძღოლებს. ჩვენ ვმუშაობთ ეტაპობრივად, რომ დავიცვათ პირველ რიგში ქვეითების უსაფრთხოება, მაგრამ ამავე დროს ვითვალისწინებთ მძღოლების ინტერესებს. ვერ გეტყვით სრულად როდის გაუქმდება, ჩვენ ველოდებით მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას“, - აცხადებენ მერიის სატრანსპორტო სამსახურში. 

გთავაზობთ "ექსპრესნიუსის" ფოტორეპორტაჟს თბილისის ცენტრალური ქუჩებიდან:

 რუსთაველის გამზირი

აღმაშენებლის გამზირი

პუშკინის ქუჩა

გრიბოედოვის ქუჩა

ჭავჭავაძის გამზირი

კეკელიძის ქუჩა

 

თაკო მაქაცარია





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics