18:29 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 17:42:56, 1732 ნახვა

პოლიტიკა
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა, სადაც დევნილებისთვის შეღავათების გაზრდაზე მსჯელობენ, კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა ცხარე  კამათის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე დევნილთა სტატუსისა და მათთვის სოციალური შეღვათების გაზრდის თაობაზე მსჯელობენ.

„ევროპული საქართველოს“  წევრებმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ელენე ხოშტარიამ ცვლილებათა პაკეტი წარადგინეს.

წარდგენილი პაკეტის  მიხედვით, დევნილის დასაბეგრი შემოსავლის ოდენობის ზღვარი 1250 ლარის ნაცვლად, 1500 ლარი იქნება, ხოლო დევნილის შემწეობა 45 ლარის ნაცვლად, 60 ლარით განისაზღვრება.

მთავრობამ ოპოზიციის მიერ წარდგენილ ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია  წერილობითი ფორმით წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებისთვის საჭირო თანხა წლიურად 75.3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე  მოახდენს გავლენას. შესაბამისად, მთავრობა ოპოზიციის წინადადებას არ იზიარებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
კობახიძე ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე - ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა მეგობრული
ზუგდიდში დევნილთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics