20:32 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 14:02:36, 1980 ნახვა

სამართალი
თალაკვაძე: საჭიროა პროკურატურამ ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თვლის, რომ გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე პროკურატურამ მოწმეთა დაცვის პროგრამაში უნდა ჩართოს.

თალაკვაძის თქმიტ, შესაძლოა ელისო კილაძის წინააღმდეგ პროვოკაცია მოეწყოს და ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ გამოიყენონ. 

"შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა ძალოვან უწყებებზე, მიმდინარეობს მათი დისკრედიტაციის მცდელობა. აქვე მინდა კომენტარი გავაკეთო ქალბატონი ელისო კილაძის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ამ საკითხს, მესმის მისი როგორც დედის წუხილები, მაგრამ ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ის ცდილობს შვილის საკითხი მთლიანად სუს-ს და სოსო გოგაშვილს დაუკავშიროს. ამ ფონზე ჩნდება მაღალი ალბათობა, რომ ეს ფონი ვინმემ გამოიყენოს, "ნაციონალურმა მოძრაობამ", ან სხვა დესტრუქციულმა ძალებმა დაგეგმონ გარკვეული პროვოკაცია ქალბატონი ელისოს წინააღმდეგ და ეს გამოიყენონ სუს-ის და გოგაშვილის დისკრედიტაციისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საჭიროა პროკურატურამ განიხილოს ქალბატონი ელისოს დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 მარტს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ხარშილაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და სამართალდამცველებს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics