20:32 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 13:53:20, 2688 ნახვა

სამართალი საზოგადოება
იოსელიანი: სესიაშვილი აღიარებს, რომ მისი ვაჟი, კონკრეტულ ქურდობის საქმეში რაღაც დოზით ფიგურირებს

პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ირაკლი სესიაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობენ.

როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა კოტე იოსელიანმა განაცხადა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა დღეს აღიარა, რომ მისი შვილი ავტომობილის ქურდობის საქმეში რაღაც დოზით ფიგურირებს. 

"ორდღიანი ფიქრის შემდეგ სახეზე გვაქვს კიდევ ერთი ტყუილი. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ირაკლი სესაშვილი ცდილობდა ამ საქმისგან სრულ დისტანცირებას. დღეს სესიაშვილი აღიარებს, რომ მისი ვაჟი, დავით სესიაშვილი კონკრეტულ ქურდობის საქმეში რაღაც დოზით ფიგურირებს. ჩვენ გვჭირდება ამომწურავი ინფორმაცია სამართალდამცავი სტრუქტურებისგან იმის შესახებ, თუ რა ხდება საქმის ირგვლივ, ვთხოვთ მათ გაასაჯაროონ საქმის დეტალები", - აღნიშნა კოტე იოსელიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის' ბრალდებებიტან დაკავშირებით, პროკურატურას მიმართა. 

რაც შეეხება თავად კოტე იოსელიანს, სესიაშვილის თქმით, მისი ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა მდგომარეობს იმაში, რომ ის თინა ბოკუჩავას ქმარია და ამით ყველაფერია ნათქვამი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics