|
2017-04-27 13:15:16, 1711 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის საკითხებზე რეგიონალურ სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის საკითხებზე რეგიონალურ სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. როგორც შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაო შეხვედრის მთავარი ამოცანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებია, რომლებიც ორსულების და ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. „დღეს თბილისში დაიწყო სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობენ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნები. სამუშაო შეხვედრის მთავარი ამოცანაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ბოლო, უკანასკნელი რეკომენდაციები და მტკიცებულებები, რომლებიც მიმართული არის ორსულების და ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის პერიოდში სწორ მუშაობას და სწორ ორიენტაციას“,-განაცხადა დავით სერგეენკომ. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ორსულთა ანტენალური მოვლენის განახლებულ კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციებზე. რეკომენდაციები შემუშავებული იქნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რომელიც მიმართულია ორსულობის გართულებებისა და მკვდრადშობადობის შემცირებაზე და ყველა ორსულისთვის პოზიტიური ორსულობის გამოცდილების უზრუნველყოფაზე. ანტენალური მოვლის მაღალი ხარისხი, რაც გულისხმობს დიაგნოსტირებასა და დაავადებების პრევენციას, შეუძლია გადაარჩინოს უამრავი ორსული ქალის და ახალშობილის სიცოცხლე. ანტენალური მოვლის კომპონენტში მნიშვნელოვანია, ორსულის მხარდაჭერისა და მისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ორსულობის, მისი შესაძლოა გართულებებისა და მშობიარობის პროცესის შესახებ. უახლესი მტკიცებულებებით, ხშირი ანტენალური ვიზიტი მკვდრადშობადობის რისკს ამცირებს. ეს იმ რეკომენდაციების ნაწილია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა და რომელთა პრეზენტაციაც თბილისში ორ დღიან სამუშაო შეხვედრაზე გაიმართება. შეხვედრაზე ორსულთა ანტენალურ მოვლასთან დაკავშირებული გამოწვევები ანტენალური მოვლის სტანდარტები და განახლებული კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციების დანერგვის საკითხები განიხილეს. შეხვედრას 12 ქვეყნის დარგის სპეციალისტი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრება. (NS)
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)