18:28 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 20:05:14, 2032 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ლამერსი: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის კარგ გზას ვადგავართ

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის პოლიტიკური წრეებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა დღეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას დელეგაციის ხელმძღვანელი კარლ ლამერსი და დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებული შეფასება მისცა გერმანული პოლიტიკური წრეების და გერმანიის ბუნდესტაგის წევრთა მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში. ხაზი გაესვა გერმანიის მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს არსებითი პაკეტის შესრულების პროცესში. ისაუბრეს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესში გერმანიის დახმარებით მიმდინარე პროექტებზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გაწევრიანებისთვის და მიაღწია უმნიშვნელოვანეს პროგრესს, როგორც შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის, ასევე პოლიტიკური და დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით. გერმანელი დეპუტატების შეფასებით საქართველო ლიდერია დემოკრატიული განვითარების გზაზე, რაც არის უმნიშვნელოვანესი პირობა და გარანტი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატოს  წევრ ქვეყნებთან და ალიანსთან საქართველოს მჭიდრო და ინტენსიურ დღის წესრიგს, მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა 2017 წლის მაისს საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვა და გენერალური მდივნის ვიზიტი. მხარეების განცხადებით ეს არის ნატოს მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება.

 „მოხარულები ვართ და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ბუნდესტაგს ეწვია და შეხვდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებს. გახსნილი დისკუსია გვქონდა საქართველოსა და გერმანიის კარგ ურთიერთობებსა და მეგობრობაზე. ვფიქრობ, რომ კარგ გზას ვადგავართ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებით. ჩვენმა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და გერმანიის პრეზიდენტმა ბატონმა შტაინმაიერმა ნატოს უელსის სამიტზე 2014 წელს მოახდინა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიცირება, რომელიც ნატოსა და საქართველოს შორის ერთობლივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაღრმავების კარგ შესაძლებლობებს ქმნის. ვფიქრობ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი მხარდაჭერის ძალიან კარგი გამოხატულებაა. ვფიქრობ ის რეზოლუციის პროექტი, რომელიც ჩვენ ბერლინში პირველ აპრილს კომიტეტის სხდომაზე შევიმუშავეთ, დამტკიცდება თბილისში და დეკლარაცია ხელს შეუწყობს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას" - განაცხადა კარლ ლამერსმა.

აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ქართული სამხედრო კონტიგენტის წარმატებული მონაწილეობა ნატო-ს სამშვიდობო მისიებში. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს მზადყოფნას საკუთარი წვლილი შეიტანოს  შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ნატო-ს მოახლოებულ სამიტს და აღინიშნა, რომ სამიტზე მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სიგნალია ასპირანტი ქვეყნებისთვის და ადასტურებს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს და გერმანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
კობახიძე ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე - ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა მეგობრული
ზუგდიდში დევნილთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics