16:52 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 15:49:46, 1769 ნახვა

საზოგადოება
„,აჭარის დასაქმების სააგენტოსა“ და შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „ბლექ სიი“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საგანმანათლებლო და სახელმწიფო სექტორს შორის ურთიერთთანმშრომლობის განვითარების მიზნით, სსიპ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსა’’ და შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „ბლექ სიი“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დუალური სწავლების მხარდასაჭერად ერთობლივი აქტივობების ორგანიზება და განხორციელებაა.

დუალური განათლება პროფესიული განათლების ფორმაა. სტუდენტი ორ ადგილას სწავლობს: პროფესიულ სასწავლებელში ის მომავალ პროფესიასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას შეისწავლის, ხოლო საწარმოში ან კომპანიაში პრაქტიკულად ეუფლება მას. ამ მიდგომის შედეგად სტუდენტი თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც იღებს და კონკურენტუნარიანი ხდება შრომის ბაზარზე. განათლებისა თუ დასაქმების სფეროში სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებასთან ერთად თანამშრომლობა კოლეჯის პროფეისიული სტუდენტებისათვის დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

შეხვედრას შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „ბლექ სიი“-ს ის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც ამ დროისთვის გადიან დუალურ პროფესიულ სწავლებას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics