16:52 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 13:17:58, 1675 ნახვა

საზოგადოება
თბილისში 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი გაიმართა

თბილისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგზე პირველი ფორმალური კონსულტაციები გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, ევროკავშირის მხრიდან კი - ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი, დირკ შუბელი.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, ასევე შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები.

ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა.  

მხარეებმა  დოკუმენტის ტექსტთან დაკავშირებული ყველა კომენტარი განიხილეს,  რომელთა უმრავლესობაზე  პოზიციები შეჯერდა.

 მხარეების ურთიერთშეთანხმებით, მუშაობა გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგის დროულად მიღების მიზნით.

ასოცირების დღის წესრიგი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ძირითად ინსტრუმენტს, რომელიც განსაზღვრავს მხარეებს შორის შეთანხმებულ სამოქმედო პრიორიტეტებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics