15:13 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 12:29:11, 1534 ნახვა

საზოგადოება
შავი ზღვის სანაპირო ზოლის საველე აღწერა დასრულებულია

იუსტიციის სამინისტროს  საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ,  ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის საველე აღწერითი სამუშაოები დაასრულა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის საველე ოპერატორებმა სრულად აღწერეს  შავი ზღვის სანაპირო ზოლის ტურისტულად ისეთი აქტიური არეალები, როგორიცაა  ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სარფი, გონიო, კვარიათი, ჩაქვი, ბუკნარი, ციხისძირი, შეკვეთილი, ურეკი, გრიგოლეთი, მალთაყვა და   ანაკლია.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად,  სრულად აღწერილია 158 კვადრატული კილომეტრი  ფართობი,  შეიქმნა საზოგადოებრივი მნიშვნელობის გეოგრაფიული მონაცემების ბაზა, რომელშიც 16000-მდე  ობიექტია შეტანილი.   მათ შორის კვების და განთავსების 2479 ობიექტი, განათლების და ჯანდაცვის 710  ობიექტი, 245 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია, 685 საფინანსო დაწესებულება (ბანკები, ბანკომატები, მიკრსაფინანსო ორგანიზაციები), 2966 სავაჭრო  ობიექტი, 1173 ობიექტი მომსახურებისა და ტურიზმის სფეროდან,  კულტურის, დასვენებისა და გართობის 558 ობიექტი, 266 სპორტული მოედანი და სტადიონი, სატრანსპორტო სფეროს 911 ობიექტი,  5679 საგზაო ნიშანი და სხვ.

აღწერილ მონაცემებს ვიზუალიზაციისთვის  შესაბამისი ფოტომასალა აქვს თანდართული.

პროექტის ფარგლებში,  აღიწერა   შიდა საქალაქო და მაგისტრალური საავტომობილო გზებიც, რომლის საერთო ფართობი 1 335 კმია.

საჯარო რეესტრი საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების  შესაბამისად დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის  შესაქმნელად გამოიყენებს. 

პარალელურად, საჯარო რეესტრი ნავიგაციის ელექტრონული აპლიკაციის შესაქმენლად მუშაობს, რომელშიც საველე აღწერით მიღებული გეომონაცემები აიტვირთება.

ელექტრონული აპლიკაცია მოხმარებელს   ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს.

სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე  გამოსახული  ბიზნესობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება,  რაც  ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას  შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია,  საჯარო რეესტრი ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (Google, Tomtom) მიაწვდის, რომლებიც  მონაცემებს  თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში, და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.

საქართველო პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც მსოფლიო წამყვან სანავიგაციო სისტემებთან  ქვეყნის სივრცითი ინფორმაციის ინტეგრირებაზე მუშაობს და  ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს  გეოგრაფიული მონაცემების მწარმოებელ  კომპანიებთან.

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა და საქართველოს გეოგრაფიული მონაცემების  გლობალურ სანავიგაციო სისტემებში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია.

პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ქვეყანაში ტურიზმის  განვითარებას.

ამჟამად საჯარო რეესტრი   სამტრედია-ქუთაისის შემოვლითი გზა-ზესტაფონი-რიკოთის გვირაბის (მათ შორის ქ. ქუთაისში გამავალი ძველი მაგისტრალის (სულ 200 კმ. ფართობი)  გზათა ქსელის საველე აღწერას ახორციელებს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics