15:16 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 12:00:30, 1444 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი საპირფარეშოები პირველ ეტაპზე 30 ადგილზე მოეწყობა

თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი საპირფარეშოები პირველ ეტაპზე 30 ადგილზე მოეწყობა.

როგორც  თბილისის მერიის  განცხადებაშია აღნიშნული,  თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო საზოგადოებრივი  საპირფარეშოების (საზოგადოებრივი რეტერატების) მოწყობისთვის აუქციონს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

„ მიწის ნაკვეთები 20 წლიანი სარგებლობის უფლებით გაიცემა. აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი  საპირფარეშო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, როგორც ტექნოლოგიური მოწყობილობით, ასევე ფართით. საინფორმაციო წარწერებზე კი გათვალისწინებული უნდა იყოს ბრაილის შრიფტი. საზოგადოებრივი საპირფარეშო  უნდა იყოს მსუბუქი ნაგებობა - საძირკვლის გარეშე, ლითონის კარკასზე აწყობილი, თანამედროვე, გარე და შიდა  მოხმარებისთვის ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული.  თითოეული მათგანის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 მ2-ს. კონსტრუქცია, ასევე, აღჭურვილი უნდა იყოს ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით, რომელიც სპეციალური, ანტიბაქტერიული მასალით იქნება დამზადებული. აუქციონში გამარჯვებული  ვალდებულებას აიღებს საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასადასანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე. მოიჯარე, ასევე, ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24 საათიანი სამუშაო რეჟიმით.

საზოგადოებრივი საპირფარეშო იფუნქციონირებს ნაღდ ანგარიშსწორებაზე, ან/და სპეციალურ ბარათებზე (მაგ. „მეტრომანი“).  საზოგადოებრივი რეტერატის გარე ფასადი  შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს  ჩაშენებული ბანკომატის,გადახდის აპარატის ან  სხვა აპარატურის დასამონტაჟებლად“,-ნათქვამია განცხადებაში.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics