15:15 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 11:09:03, 1456 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა  საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან  გერმანიის მნიშვნელოვან როლს და წვლილს ქვეყნის განვითარების პროცესში.

მინისტრმა  განსაკუთრებით გამოყო წლების განმალობაში გერმანიის მიერ განხორციელებული ტექნიკური და ფინანსური დახმარებები და აღნიშნა, რომ გერმანია დღეს საქართველოს მეორე დონორი სახელმწიფოა.

შეხედრაზე  ხაზი გაესვა თანამშრომლობას განათლების სფეროში, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს, მათ შორის ქართველი სტუდენტებისათვის სტიპენდიების გაცემის რაოდენობის მხრივ.

შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ დიასპორულ ორგანიზაციებს გააცნო დიასპორასთან უერთიერთობის სტრატეგია, რომლის დევიზია „ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა".                                                                                      

მინისტრის განცხადებით სტრატეგია პირველად შემუშავდა და დოკუმენტი ორიენტირებულია პრაქტიკულ და კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს დიასპორის აქტიურ ჩართულობას ქვეყნის განვითარების პროცესში, დაეხმარება დიასპორას ადგილსამყოფელ ქვეყნებში საკუთარი ყოფისა და მდგომარეობის გაძლიერებაში  და ხელს შეიწყობს დიასპორის აქტიურ მონაწილეობას საზღვარგარეთ საქართველოს და მისი შესაძლებლობების წარმოჩენის პროცესში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა სტრატეგიის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტთან, ექსპერტულ წრეებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თავად დიასპორის წარმომადგენლებთან, რათა დოკუმენტში მაქსიმალურად იქნას ასახული დიასპორის საჭიროებები და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული დიასპორის გაძლიერების გზები.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics