23:53 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 23:56:54, 916 ნახვა

სპეციალური ანონსი
26 აპრილს სპეციალური ანონსი

6 აპრილს, 09:30 საათზე, სასტუმრო ”ამბასადორში” - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის (G4G) საქართველოში“ გამართავს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სემინარს კავკასიის სატრანზიტო დერეფნის (CTC), მისი კონკურენტუნარიანობის ძირითადი ფაქტორებისა და ახალი შესაძლებლობების განხილვის მიზნით.
მის: იოანე შავთელის ქ. #17

26 აპრილს, 10:30 საათზე, პარტია „თავისუფლებას“ დამფუძნებელი კონსტანტინე გამსახურდია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: კონსტიტუციის პროექტი.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65 


26 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმროში "ტიფლის პალასი" გაიმართება მრგვალი მაგიდა, თემაზე: რესურსეფექტური და სუფთა წარმოების საინვესტიციო პროექტების დაფინანსება საქართველოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში.

26 აპრილს, 11:00 საათზე, „კონსტიტუცია თანასწორობისთვის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ალექსანდრა აროშვილი და „საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის“ წარმომდგენელი თორნიკე ჩივაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. 
თემა: 25-მა ორგანიზაციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას წერილით მიმართა, რითაც მოითხოვენ კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის, „თავისუფლების აქტის“ ამოღებას. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65 


26 აპრილს, 11:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შეხვედრა გაიმართება. 
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

26 აპრილს, 11:00 საათზე, განთლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ქ. თელავის ა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯ „პრესტიჟში“ შეხვედრას დაესწრება.
მის: თელავი, პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“

26 აპრილს, 11:00 საათზე, ექსპო-ჯორჯიის მე-3 პავლიონში, მე-19 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა CTF’17 – Caucasus Tourism Fair დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრება.

26 აპრილს, 12:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, ოთახი N403 (A კორპუსი, IV სართული)

26 აპრილს, 12:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, გაიმართება აგრარულ საკითხათა კომიტეტის წევრების შეხვედრა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან. 
მის: თბილისი, ექსპო ჯორჯია მე-3 პავილიონი

26 აპრილს, 12:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ბრიფინგს გამართავს.

26 აპრილს, 12:00 საათზე, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, თელავში, სასტუმროში „ალაზნის ველი“, თემაზე - „ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - ევროპული ქარტიის პრინციპები“ კონფერენცია გაიმართება. 
საკონტაქტო პირი ხათუნა მანწკავა - 595 55 81 81 

26 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ეზოში გაიმართება ე.წ. საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები მხატვრის, რეზო მექვაბიშვილის ნამუშევრების გამოფენა - "ბილიკი ზღვისკენ". გამოფენა-გაყიდვა საქველმოქმედოა და შეგროვებული თანხის ნაწილი 22 წლის საბას მკურნალობას მოხმარდება.


26 აპრილს, 13:00 საათზე, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში”, პოსტ ევროპის (PostEurop) მომსახურების ხარისხის და საფოსტო ოპერაციების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

26 აპრილს, 13:00 საათზე, "ახალი საქართველოს" სათათბიროს წევრი, თეონა ჭალიძე თბილისის მერიაში განცხადებას შეიტანს.
თემა: შეთავაზება დედაქალაქის მერიას.
მის: შარტავას ქ. #7
საკონტაქტო ტელ.: 551662525

26 აპრილს, 15:00 საათზე, საჯარო და კერძო სექტორებს შორის გაიმართება დიალოგი: რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) სისტემის დანერგვა საქართველოში. 
მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

26 აპრილს, 15:00 საათზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

26 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას უნივერსიტეტში, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ სემინარი „ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება საქართველოში, ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად“ გაიმართება.

26 აპრილს, 17:00 საათზე, ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება ცნობილი პოეტის, ვაჟა ოთარაშვილის პოეზიის საღამო. 
მის: ჩახრუხაძის ქ. #17

26 აპრილს, 18:30 საათზე, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, ახალი, ინოვაციური ელექტრონული მართვის პროგრამის პრეზენტაცია.
მის.: მცხეთა, ანტიოქიის ქ.#5, საქპატენტის სათავო ოფისი
საკონტაქტო პირი მარიამ პატიაშვილი - 995 599 516851

26 აპრილს, 19:00 საათზე, „ადმიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)" გამართავს საჯარო დისკუსიას, თემაზე - საპოლიციო პრევენციის სისტემა და ადამიანის უფლებები. 
მის: ჭოველიძის ქ.#10, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ 
საკონტაქტო პირი ელენე ხარაზაშვილი - 577 29 10 03


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics