17:48 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 19:26:31, 1765 ნახვა

საზოგადოება
მინდია ჯანელიძემ თურქეთის უშიშროების საბჭოს გენერალურ მდივანს უმასპინძლა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალურ მდივანს სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუს  უმასპინძლა.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე და გამოწვევებზე, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და სამომავლო სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმებზე.

სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ეროვნული სიტუაციური ოთახი, სადაც საქართველოში კრიზისული სიტუაციების მართვის სისტემას გაეცნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics