|
2017-04-25 18:15:53, 969 ნახვა
სამხედრო
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მთავარი სერჟანტი მარტინ კარტიე იმყოფება
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროპაში მეკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის სამხედრო პარტნიორობის დეპარტამენტის სერჟანტთა პროფესიული განვითარების კოორდინატორი, მთავარი სერჟანტი მარტინ კარტიე იმყოფება. ვიზიტის მიზანს საქართველოში სერჟანტთა კორპუსის პროფესიული განვითარების კუთხით განხორციელებული რეფორმების გაცნობა, შეფასება და სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. მთავარ სერჟანტ მარტინ კარტიეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე მასპინძლობს. დღეს გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მთავარმა სერჟანტმა სტუმარს საქართველოს სერჟანტთა კორპუსში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე მხარეებმა სერჟანტთა ახალი სამხედრო განათლების კონცეფცია და კარიერული განვითარების სისტემაც განიხილეს. დღესვე, მთავარი სერჟანტი მარტინ კარტიე კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია, ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, საველე სწავლებას დაესწრო და სერჟანტთა მომზადების ცენტრის ისტორიის, ამოცანებისა და სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღო. საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპაში მეკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის სამხედრო პარტნიორობის დეპარტამენტის სერჟანტთა პროფესიული განვითარების კოორდინატორი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლას, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრს მოინახულებს. (NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)