15:17 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 17:00:35, 1473 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური მუზეუმი შეიქმნა

აფხაზეთთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებსა და საცავებშია დაცული. მათი ერთობლივად, ერთ სივრცეში  წარმოსაჩენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ვირტუალური  მუზეუმი  შეიქმნა.

ონლაინ-მუზეუმში წარმოდგენილია აფხაზეთის არქიტექტურის, ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის, აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების, არქეოლოგიისა და ხელნაწერების საგამოფენო დარბაზები. ამ დარბაზებში  გამოყენებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მასალები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები  და  სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„აფხაზეთის ავტონომიუირ რესპუბლიკის ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური (ონლაინ-მუზეუმი) მუზეუმი“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა შექმნა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics