|
2017-04-25 14:58:55, 2108 ნახვა
საზოგადოება
100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ
ზაფხულიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება და პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. ცვლილებათა პაკეტი დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. ცვლილებების შედეგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000 -მდეა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ. „მათ დაეფარებათ 5 ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატები. ესაა მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, კორონალური სისხლძღარვების დაავადება, დიაბეტის მეორე ტიპია შემდეგი ჯგუფი, ტაბლეტირებული ფორმით მკურნალობას რომელიც მოითხოვს, რადგანაც ინსულინის პროგრამა დიდი ხანია არსებობს. შემდეგი ჯგუფებია ფილტვების ქრონიკული დაავადებები და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ქრონიკული დაავადებების ეს ჯგუფი ამბულატორიული პაციენტების საჭიროებების დაახლოებით 70%-ს ფარავს. თვითონ პროცესი იქნება ასეთი, რომ დღეიდან გააქტიურდება საერთაშორისო ტენდერი, რომელიც იტევს ხოლმე თვენახევარს, ამის შემდეგ ვვარაუდობთ, რომ 2 კვირის განმავლობაში იქნება შემოტანა და დისტრიბუცია. ამ მედიკამენტებზე დავაწესეთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის კონტროლის ნიშნული, რომ ეს მედიკამენტები უნდა იყოს ან ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული, ან თუ სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, უნდა წარმოადგინონ ამ სერიაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული საერთაშორისო ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერტიფიკატი. რაც შეეხება პროექტის ხანგრძლივობას, ეს ხანგრძლივი პროექტია, არაა ერთჯერადი აქცია.რაც შეეხება მედიკამენტის ღირებულებას ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება თვეში მაქსიმუმ 1 ლარის ოდენობის გადასახადი“,-განაცხადა დავით სერგეენკომ. რაც შეეხება საყოველთაო პროგრამის ჯუფებსა და დაფინანსების პირობებს, ის შემდეგნაერად განისაზღვრა: საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით, ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტი ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება. დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე. თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, მათ მიეცემათ გარდამავალი ეტაპის პრივილეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქე შეიძენს კერძო სადაზღვევო პაკეტს, პროგრამის ფარგლებში ურგენტული სერვისები მიეწოდებათ უცვლელად. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩინდებათ. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება. მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით. პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს დაუფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩება ჯანდაცვის სახელმწიფოს სხვა პროგრამების (მაგ: C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიაბეტის მართვისა და ა.შ) მოსარგებლეებად. „ ცვლილების მიზანია სოციალური სამართლიანობის შექმნა. გარდა ამისა, სადაზღვევო ინდუსტრიას ექნება ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით შეძლონ, მომხმარებლების მიზიდვა”,-აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)