17:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 13:42:49, 696 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებული ძალები ლოგისტიკის დღეს აღნიშნავს

25 აპრილი ლოგისტიკის დღეა. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საზეიმო ცერემონიალი საავტომობილო ბაზაზე გამართა.

სამხედრო ლოგისტიკოსებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ ყურადღება საბრძოლო დანაყოფების წარმატებაში უზრუნველყოფის ელემენტზე გაამახვილა და ლოგისტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ლოგისტიკოსებს ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის ყველა პირობა ექნებათ. მან გაწეული სამსახურისათვის სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა და  ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ლოგისტიკოსები მედლებით - ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I და II ხარისხი) დააჯილდოვეს. დღესვე სნაიპერული შაშხანა  2 სამხედროს გადაეცა, 35 სამხედრო პირს კი, მადლობა გამოეცხადა.

ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, ლევან უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საავტომობილო ბაზაზე ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა დაათვალიერეს და საზეიმო მიღებაზე გადაინაცვლეს.

ლოგისტიკის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, პოლკოვნიკი იოსებ ლოლაძე და თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ლოგისტიკის დღე აღინიშნება სენაკშიც, სადაც II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ტაქტიკურ-ოპერატიული დონის ლოგისტიკური  სწავლება ტარდება.

1992 წლის 25 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ჩამოყალიბდა „შეიარაღებისა და ტექნიკის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო“ და „ზურგის მთავარი სამმართველო“. ამ სტრუქტურებით ლოგისტიკური ელემენტების დანერგვას საფუძველი ჩაეყარა. 2013 წლის 4 დეკემბერს, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ლოგისტიკის დღედ 25 აპრილი განისაზღვრა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics