|
2017-04-25 10:50:26, 818 ნახვა
რეგიონი
ხარისხის ნიშნის მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში ჩართვა განთავსებისა და კვების ობიექტების მეპატრონეებს 20 მაისამდე შეუძლიათ. მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე Recommend.ge ან შევსებული აპლიკაციები დატოვონ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გასულ წელს დაიწყო და დღეს აჭარაში 62 ხარისხის ნიშნის მქონე ობიექტია. პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ თავისი შინაარსით წარმოადგენს შეთავაზებას რეგიონში არსებული კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის, რათა მათ გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი, დაიცვან და შეასრულონ გარკვეული კრიტერიუმები ძირითადი ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად. 20 მაისიდან ორი თვის განმავლობაში იგეგმება უკვე დარეგისტრირებული განთავსებისა და კვების ობიექტების ტექნიკური შემოწმება. პარალელურად კი ჩატარდება გასულ წელს რეკომენდებული ობიექტებისთვის ხარისხის ნიშნის განახლება. „ტურისტულ სეზონზე რეგიონში ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მქონე ობიექტთა რაოდენობა გაიზრდება. მიმდინარე წელს, ჩვენ გარკვეული კრიტერიუმები არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე შევცვალეთ. მაგალითად, სახანძრო უსაფრთხოების ნაწილში ობიექტებმა უნდა წარმოადგინონ სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული საბუთი, რაც მათ შენობებში უსაფრთხო გარემოს არსებობაზე მეტყველებს. გასული წლის მსგავსად პროექტში ჩაერთვება სახანძრო-სამაშველო სამსახური, ჰიგიენასა და სანდასუფთავებაზე პასუხისმგებელი მუნიციპალური სამსახურები და სურსათის ეროვნული სააგენტო,» აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)