15:05 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 16:19:43, 806 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში Dunkin` Donuts-ის ორი რესტორანი გაიხსნა


ამერიკული რესტორნების უმსხვილესი ქსელის Dunkin` Donuts-ის ორი რესტორანი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის  #36-სა და ცინცაძის #37-ში გაიხსნა.
„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან „Dunkin` Donuts“-თან ფრანჩაიზინგის  ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს  მოაწერა და მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში  საქართველოში  35  „Dunkin` Donuts“-ის რესტორანს გახსნის.
ამერიკული რესტორნის  Dunkin` Donuts-ის  ჭავჭავაძის გამზირზე  გახსნის ცერემონიალს თბილისის მერი დავით ნარმანია, ევროპაში „ Dunkin` Donuts-ის“ ვიცე-პრეზიდენტი კარლოს ვიდალი და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი  დაესწრნენ. სიმბოლური ლენტი საზეიმოდ  დავით ნარმანიამ, რიჩარდ ნორლანდმა და „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ გაჭრეს.
დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული ბრენდის გასხსნა მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდების სურვილების ასრულების, ასევე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხითაც.
„მოხარული ვარ, რომ ეს ბრენდი ჩვენს რეგიონში პირველად საქართველოში გაიხსნა, რადგან  ბევრ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მსგავსი პროდუქტი მათ ქვეყანაში იყიდებოდეს.  მინდა „დანკინ დონატსის“ რესტორნის გახსნა მივულოცო კომპანიას და თითოეულ თბილისელს, რადგან ახალგაზრდების და ბავშვების სიმრავლე იმაზე მოწმბოს, რომ მათ ძალიან დიდი ინტერესი აქვთ და სიამოვნებით ელოდებიან, თუ როდის მიირთმევენ  დონატებს. ასევე,  მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან აქ მრავალი ადამიანი დასაქმდა, ასევე იქმნება ადილობრივი წარმოების პროდუქცია და შესაბამისად ბიუჯეტიც მიიღებს შემოსავალს“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისელებს,  ამერიკული რესტორნის  Dunkin` Donuts-ის  ქსელის გახსნა,  რიჩარდ ნორლანდმა და „ Dunkin` Donuts“-ის ვიცე-პრეზიდენტმა კარლოს ვიდალიმ მიულოცეს და მის ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა,  „ Dunkin` Donuts“-ის  თბილისში გახსნა, საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატზე მეტყველებს.  
„ Dunkin` Donuts“  გახლავთ უაღესად პოპულარული ბრენდი აშშ-ში,  ამერიკელებს და ევროპელებს ძალიან უყვართ დონატები და ამ ბრენდის თბილისში გახსნა, იმ მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატზე მეტყველებს, რომელიც არის საქართველოში.  ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ვისოლი ხსნის კიდევ ერთ ახალ ბიზნესს. ის  მეტ სამუშაო ადგილებს შექნის და ეს 2015 წლის ძალზედ კარგი დასაწყისია“,-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
„დანკინ დონატსის“ ვიცე-პრეზიდენტი ევროპაში კარლოს ვიდალის თქმით, მათ  საქართველოში „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად  ამბიციური განვითარების გეგმები აქვთ, რადგან ქვეყნის მოსახლეობა მზადაა „დანკინ დონატსის“ ყოველდღიური მომხმარებელი გახდეს.

“„ვისოლ ჯგუფს“ გააჩნია უკლებლივ ყველა ის ინგრედიენტი, რომელთა საფუძველზეც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას პარტნიორი კომპანიის შერჩევისას. “ვისოლ ჯგუფი” ფლობს საცალო ბიზნესის  შექმნისა და მართვის სიღრმისეულ ცოდნას. ამ ბიზნესს ჯგუფს ასევე აქვს სათანადო გამოცდილება რესტორნების ოპერირების კუთხით. „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად ჩვენ ამბიციური განვითარების გეგმები გვაქვს საქართველოში, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ქვეყნის მოსახლეობა მზადაა „დანკინ დონატსის“ სტუმრობის უნიკალური გამოცდილება მიიღოს  და უგემრიელესი სენდვიჩების, დონატების, ფუნთუშეულის თუ სხვა კერძების და ყავის პროდუქტების ყოველდღიური მომხმარებელი გახდეს“,-განაცხადა „დანკინ დონატსის“ ვიცე-პრეზიდენტი ევროპაში კარლოს ვიდალიმ.
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძემ მადლობა გადაუხადა მომხმარებელს იმ აქტიურობისთვის და ემოციისთვის, რაც მათ ამ ბრენდის გახსნის ცერემონიაზე გამოიჩინეს.
„იმ ემოციამ და იმ დახვედრამ, რაც მომხმარებელმა ამ ბრენდს საქართველოში მოუწყო, საერთოდ გადააჭარბა ყველა ჩვენ მოლოდინს და მათი დიდი მადლობელი ვარ, რადგან 3 წლიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით „დანკინ დონატსის“ საქართველოში შემოყვანა. „ვენდის“ შემდეგ „ვისოლ ჯგუფისათვის“ ეს იქნება უკვე მეორე ამერიკული რესტორნების ქსელი, რომელსაც ჩვენ საქართველში განვავითარებთ. ასეთი მასშტაბური, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების შემოსვლა  საქართველოში მნიშვნელოვნად ზრდის ნდობას ჩვენი ქვეყნისადმი, მისი ეკონომიკისა და ბიზნესისადმი. უახლოეს წლებში ჩვენ ბევრ ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით და კიდევ ერთ,  დამატებით სტიმულს მივცემთ უცხოელ პოტენციურ ინვესტორებს დაინტერესდნენ საქართველოში საკუთარი ბიზნესის განვითარებით. საქართველოში „დანკინ დონატსის“ ბრენდის და შესაბამისად მათი რესტორნების ქსელის არსებობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის სტაბილურობას და მსხვილი, მულტინაციონალური ბრენდების მხრიდან ინტერესს ქვეყნისადმი“,-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

„დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 37 ქვეყანაში  11,000-ზე მეტი რესტორნითაა წარმოდგენილი, მათ შორის 150 ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვედეთში, ესპანეთში, ბულგარეთსა და რუსეთშია განთავსებული. „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს ულამაზესი და მრავალფეროვანი დონატები,  სხვადასხვა უგემრიელესი სენდვიჩები, ფუნთუშეულის ფართო ასორტიმენტი, ცივი და ცხელი სასმელები,  ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და Coolatta®-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები.“დანკინ დონატსი“ მენიუში ადგილობრივი გემოვნების გათვალისიწინებით შექმნილ პროდუქტებსაც შემოიტანს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics