|
2017-04-24 20:56:17, 1899 ნახვა
პოლიტიკა
კონსტიტუციური ცვლილებების პარლამენტში ინიცირება უახლოეს დღეებში იგეგმება
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული კონსტიტუციური ცვლილებების პარლამენტში ინიცირება უახლოეს დღეებში იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა. ინიცირების შემდეგ, საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყება. მდინარაძე ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შესული იქნება: „უახლოეს დღეებში ვგეგმავთ ცვლილებების ინიცირებას, საქართველოს პარლამენტში მის წარდგენას. ამის შემდეგ უკვე მოხდება საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელსაც დასჭირდება მინიმუმ 1 თვე, კანონითაც ასეა გაწერილი. რის შემდეგაც დაიწყება სხდომები ამასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, წლის ბოლომდე საქართველოს კონსტიტუციაში უკვე კონსესუსით მიღებული ცვლილებები უნდა იყოს შესული“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიაში უმრავლესობის გარდა შევლენ თუ არა ოპოზიცის წარმომადგენლები, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს 43 ხმით, 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ხელისუფლება საკუთარი ხელით იზღუდავს სუბიექტურ გარანტიებს. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცვლილებები მმართველი გუნდის სუბიექტურ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამ სულისკვეთებით არის ჩამოყალიბებული დოკუმენტი. პარლამენტის მხრიდან ჩვენ წინაშე დასახული იყო ორი ამოცანა. პირველ რიგში ეს იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და ეს მიზანი არის ზედმიწევნით მიღწეული. რაც შეეხება მეორე მიზანს, ეს იყო ძალიან მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის შექმნა სტაბილური, პლურალისტური, დემოკრატიული საპარლამენტო მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის. მეორე მიზანიც ზედმიწევნით მიღწეულია. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, პარლამენტში ამ დოკუმენტს მხარდაჭერა ექნება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ ცვლილებების დაახლოებით 70-80 პროცენტი, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახა, ეკუთვნოდა სწორედ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვადასხვა კონსტიტუციურ ორგანოებს. „ასეთი ჩართულობის და ინკლუზიურობის მასშტაბი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიების მუშობის ჩვენს მოკლე ისტორიას არ ახსოვს. ფართო ჩართულობის საფუძველზე ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და რომელიც აყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის მოდელს, რომელიც ეფუძნება ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. საარჩევნო სისტემის დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლებები ყოველთვის საარჩევნო სისტემას საკუთრი სუბიექტური ინტერესებისთვის ცვლიდნენ და საარჩევნო სისტემა არის სწორედ მთვარი ფუნდამენტური მიღწევა წარმოდგენილი ცვლილებების. „ეს არის უპრეცედენტო მოვლენა. ჩვენ პირველად გადავდგით ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ. ეს პროპორციული სისტემა საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ გამორიცხული იქნება ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბება ქართულ რეალობაში გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ მიერ შემოთავაზებული საპარლამენტო საარჩევნო სისტემა გამორიცხავს ყოველგვარ ჭარბ უმრავლესობას, მით უმეტეს საკონსტიტუციო უმრავლესობას. საარჩევნო სისტემა არის სწორედ მთვარი ფუნდამენტური მიღწევა იმ ცვლილებების, რომელიც ჩვენ მიერ არის შემოთავაზებული“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დოკუმენტი ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში მომდევნო კვირის განმავლობაში შევა, არაუგვიანეს მომდევნო კვირის ხუთშაბათისა. ამის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა უნდა ჩამოაყალიბოს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია და ამ კომისიის ფორმირების შემდეგ, დაიწყება შეხვედრები რეგიონებში. „ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით სრულფასოვან ინფორმაციას კონსტიტუციასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, დღემდე საზოგადოებას მიეწოდებოდა მხოლოდ და მხოლოდ არსებითად დამახინჯებული ინფორმაცია იმ ცვლილებების თაობაზე, რომლებიც კონსტიტუციაში შედის. ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოება სწორად ჩავაყენოთ საქმის კურსში ცვლილებებთან დაკავშირებით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ სხვადასხვა ფორმით საყოველთაო -სახალხო განხილვის ფარგლებში“, -აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მაისის ბოლოს დოკუმენტის განხილვა დასრულდება, დაიწყება საპარლამენტო განხილვები და პარლამენტი ივნისის თვის განმავლობაში ორი მოსმენით გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას და მიღებას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება მისი ინიცირებისთანავე ანუ მომდევნო კვირის განმავლობაში და კონსტიტუციური კონონის პირველი და შემდეგ მეორე მოსმენით მიღებამდე, პარლამენტს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ექნება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)