|
2017-04-24 20:10:36, 2171 ნახვა
პოლიტიკა
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები ცვლილების შეტანას ითხოვენ კანონში, რომელიც აღარ არსებობს
პარლამენტს რამდენიმე კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს. მათ შორის, ინიციატორებმა „თბილისის შესახებ კანონში“ და "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში" ცვლილებები მოითხოვეს. აღსანიშნავია, რომ „თბილისის შესახებ კანონი“ 2014 წლიდან აღარ არსებობს, ხოლო "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი" "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით" შეიცვალა. კერძოდ, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა - „ახალი მემარჯვენეები“, „ახალი საქართველო“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „თავისუფალი საქართველო“, „თავისუფლება“, „ლეიბორისტული პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“, „ძალოვან ვეტერანთა“ და „პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამ“ პარლამენტს „საარჩევნო კოდექსში“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ და თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის შესახებ საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს. მათ დღეს პარლამენტის ბიუროს ვადის გაგრძელებისა და საკითხის განხილვაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჩართვის შესახებ თხოვნით მიმართეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ინიციატორებს „თბილისის შესახებ“ კანონი შეცდომით აქვთ მითითებული და სხვა ხარვეზების გამოც, მათი თხოვნა არაა გასაზიარებელი: „ხარვეზები აქვთ სათაურებში. წინადადებაც აბსურდულია. აქ არის მოთხოვნა, გაგრძელდეს ვადა, იურიდიული კომიტეტი ჩაერთოს განხილვაში. არ არის გასაზიარებელი ეს მოთხოვნა. ეს ყველაფერი მეტყველებს, რამდენად არის მომწიფებული ესა თუ ის პარტია, იმისათვის, რომ კანონპროექტებთან დაკავშირებით იმსჯელონ. მძიმე მდგომარეობა გვაქვს ძალიან“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
კობახიძე - ქართულმა ოცნებამ მიიღო 1 100 000-ზე მეტი ხმა, რითაც ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ჩვენს კურსს
კობახიძე - ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, 3 თვით ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)