|
2017-04-24 19:32:02, 1474 ნახვა
საზოგადოება
აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის, ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მთაწმინდის პანთეონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა და სტუდენტებმა გვირგვინით შეამკეს ილია ვეკუას საფლავი. შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა. ღონისძიება გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. სხდომას უძრვებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. ღონისძიებაზე დამწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსგნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ჩილაჩავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯაიანი, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი გურამ ბოკუჩავა. ღონისძიებაზე აგრეთვე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი - „აკადემიკოს ვეკუას პორტრეტი“ და მუსიკალური ნომრებით წარსდგა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, რომლებმაც ქართულ და აფხაზურ ენებზე შეასრულეს სიმღერა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დაწესდება აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აკადემიკოსები, მეცნიერები, პროფესორები, საზოგადო მოღვაწეები, ნათესავები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ილია ვეკუა 1907 წელს გალის რაიონის სოფელ შეშელეთში დაიბადა. ზუგდიდის საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე გაააგრძელა სწავლა. უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრებისთანავე, ნიკო მუსხელიშვილის რეკომენდაციით, ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად ლენინგრადის უნივერსიტეტში გაემგზავრა. 1933 წელს იგი თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1959 წელს ილია ვეკუა ახლადდაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად დაინიშნა. 1972 წლის მაისში ილია ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.
(NS)
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)