16:52 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 18:46:32, 1967 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთში პრემიერის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა, - ვიზიტის დეტალებსა და საქართველო-ესტონეთის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა დღევანდელ შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, რასაც ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს. სვენ მიკსერმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ესტონეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდშიც განაგრძობს, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერება იქნება. ამ კონტექსტში, მხარეებმა ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის შესახებ, რომელიც მიმდინარე წელს იგეგმება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას, რასაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ხურვალეთში პირადად გაეცნო. სვენ მიკსერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ესტონეთის ორმხრივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში, რომელიც წარმატებით ვითარდება.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიესალმება ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის ელექტრონული მმართველობისა და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმის მიმართულებით.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ვაჭრობის ზრდის პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics