17:47 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 15:52:15, 608 ნახვა

სამხედრო
უწყებათშორისი სწავლება „ინფო 2017" დაიწყო

ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017" დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელიც გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება, წელს უკვე მესამედ ტარდება. სწავლების მონაწილეებს სიტყვით J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ მიმართა და წარმატება უსურვა. „ინფო 2017"-ის მონაწილეები შეიარაღებული ძალების მთავარმა მოძღვარმა მამა დავით ლონდარიძემ დალოცა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით ჰიბრიდული ომის პირობებში საინფორმაციო ოპერაციების წარმოების პრინციპების და კოორდინაციის დახვეწაა.

„ინფო 2017" სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2017" მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სამსახურის, სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, კრიზისებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ერთკვირიანი სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics