|
2017-04-24 13:10:46, 1554 ნახვა
საზოგადოება
თბილისში პირველი რეგიონალური ენერგო უსაფრთხოების კურსი ტარდება
მიმდინარე წლის 24-28 აპრილს NATO-ს ენერგო-უსაფრთხოების ცენტრის, ამერიკის შეერთებული შტატების Naval Postgraduate School-ის და სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, თბილისში პირველი რეგიონალური ენერგო უსაფრთხოების კურსი ტარდება. კურსი მიზნად ისახავს ამიერკავკასიის რეგიონში ენერგო-უსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ენერგო უსაფრთხოების სფეროს განვითარებაში NATO-ს როლის განსაზღვრას. კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც კურსის მიმდინარეობისას მიღებულ გამოცდილებას საკუთარ უწყებებში გაავრცელებენ. კერძოდ, პირველი რეგიონალური ენერგო უსაფრთხოების კურსის მონაწილეები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის, გარემოს დაცვის სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. რეგიონალური ენერგო უსაფრთხოების კურსი დღეს, 10:00 საათზე, NATO-ს სამეკავშირეო ოფისში დაიწყო (მისამართზე: ქ. თბილისი. წინამძღვრიშვილის ქ. 162).
(NS)
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)