2017-04-24 10:20:37, 1682 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტამბოლის მიმართულებით ავიარეისი გადაიდო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით 04:30 საათზე დაგეგმილი ავიარეისი არ შესრულდა.
მიზეზად უამინდობა სახელდება.
არახელსაყრელი მეტეოლოგიური პირობების გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ რამდენიმე რეისს შეექმნა პრობლემა.
ათათურქის სახელობის აეროპორტის მიმართულებით მიმავალ მგზავრთა ნაწილი სასტუმროში გადაიყვანეს, ნაწილი კი, უახლოეს რეისებზე გადაანაწილეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან