2017-04-22 14:07:25, 1648 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში, მოსალოდნელი საშტორმო მდგომარეობის გამო, ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები იწმინდება
მოსალოდნელი საშტორმო მდგომარეობის გამო, ბათუმში ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
„შპს „ბათუმის წყალის“ მობილური ჯგუფები მოსალოდნელი საშტორმო მდგომარეობის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. სპეცტექნიკის მეშვეობით უწვეტად მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები“, - ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან