|
2017-04-22 12:37:47, 2134 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკომ ამსტერდამში, საერთაშორისო კონგრესზე С ჰეპატიტის პროექტის მიმდინარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრა
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ამსტერდამში გამართულ ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, სადაც პირველად, სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი სესია გაიმართა, С ჰეპატიტის, როგორც ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის მიმდინარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესი ღვიძლის დაავადებებისა და დიაგნოსტიკის სფეროში უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ დარგის სპეციალისტები ესწრებიან. სესიაზე განხილეს საქართველოს პროგრესი C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, როგორც პირველი ქვეყნის, რომელიც რამდენიმე წელიწადში C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციას მოახდენს. მომხსენებლთა შორის იყვნენ ასევე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და კლინიკა ნეოლაბის ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, რომელებმაც პროგრამის მნიშვნელობაზე, გამოჯანრთელების მაჩვენებელსა (რომლებიც ჰარვონით ნამკურნალებ პაციენტებში საშუალოდ 98% ზე მეტია )და ნარკოტიკული საშუალებების ინექციური გზით მომხმარებლებში HCV პრევენციაზე ზრუნვისა და მკურნალობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროგრამის შედეგები და მიღწევები დადებითად შეაფასეს უცხოელმა ექსპერტებმაც. ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სერვისების ხარისხისა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება აშშ–ს დავაადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტმა იან დრობენიუკმა . სესია დახურა აშშ დაავადებათა კონტროლის ექსპერტმა ფრანცისკო ავერჰოფმა რომელმაც შეაჯამა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პროგრესი. ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი( 19–23 აპრილი) ქალაქ ამსეტრდამში იმართება და ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASL) მიერ არის ორგანიზებული. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ფარმაცევტული კომპანია „გილეადისა“ და აშშ–ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანიის ვიცე პრეზიდენტი გრეგ ალტონი და გრემ რობერტსონი, რომლებმაც დადებითად შეაფასეს პროგრამის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.
(NS)
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)