|
2017-04-22 10:18:42, 1823 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი დღეს ოფიციალური ვიზიტით ირანის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვევა. ირანის სამთავრობო კომპლექსში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. გიორგი კვირიკაშვილს ასევე, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ესჰაყ ჯაჰანგირი, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერა. მათ შორის, გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმები საქართველოსა და ირანის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის სამინისტროებს, ასევე - ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის. საქართველოს მთავრობის მეთაური და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)