|
2017-04-21 19:26:27, 2077 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
საქართველოში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას. დოკუმენტში აღნიშნულია ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ და სხვა სფეროებში. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისა და აგრესიული ქმედებების გაგრძელება, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევადაა მიჩნეული. ერთობლივ დეკლარაციაში მინისტრები შეთანხმდნენ გააგრძელონ საქართველოსა და უკრაინას შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების - გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს, სუამის-ს და სხვ. ფარგლებში კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტისა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებზე. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ ერთი მხრივ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას, მეორე მხრივ უკრაინასთან მიმართებით ევროპარლამენტის მხარდაჭერას უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე. ერთობლივი დეკლარაციით მინისტრები შეთანხმდნენ გააძლიერონ საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. დოკუმენტში აღნიშნულია ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა და საქართველოსა და უკრაინას შორის უმაღლეს დონეზე რეგულარული შეხვედრების გამართვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, ასევე შიდასახელმწიფოებრივი რეფორმების გატარებას, მათ შორის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. დეკლარაციაში დადასტურებულია ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობა, მათ შორის მინისტრებმა დეკლარაციაში დაადასტურეს ინტერესი ევროპა-კავკასია-აზიის მარშრუტზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიმართ, მათ შორის, „ახალი აბრეშუმის გზის" ფარგლებში.
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)