|
2017-04-21 15:14:14, 2478 ნახვა
საზოგადოება
შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრი ლაშა ქაჯაია ამ დრომდე დაკარგულად ითვლება
შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრი, ბოცმანი ლაშა ქაჯაია ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან აცნობეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან ერთად დამატებითი ინფორმაციის დროულად მოსაპოვებლად კოორდინირებულად მუშაობს. “19 აპრილს გამთენიისას შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ თურქული კომპანიის Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) საკუთრებაში არსებული მცურავი სატვირთო გემი Geroi Arsenala (IMO 8727604) ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. ერთ-ერთი ეკიპაჟის წევრი საქართველოს მოქალაქე, ბოცმანი - ლაშა ქაჯაია ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს დამატებითი ინფორმაციის დროულად მოსაპოვებლად. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კონტაქტზეა როგორც უკრაინისა და რუსეთის ზღვაზე ძებნა გადარჩენის სამსახურებთან, ასევე დაკარგული ლაშა ქაჯაიას ოჯახთან. ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, წყლის ტემპერატურისა და ამინდის გათვალისწინებით, აქტიური სამძებრო სამაშველო სამუშაოების ფაზა დასრულებულია. სამძებრო სამუშაოები გრძელდება შემთხვევის რაიონში მცურავი გემების მიერ. ცნობისთვის, ძებნა გადარჩენის ოპერაციიების შედეგად გადარჩენილია 1 ეკიპაჟის წევრი (უკრაინის მოქალაქე) და ამოყვანილია სამი გარდაცვლილი მეზღვაური, აქედან ორი უკრაინის მოქალაქე და ერთი რუსეთის მოქალაქე”,- ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)