|
2017-04-21 09:34:21, 1648 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ქართული მხარე ცდილობს ჟენევის ფორმატში ყველა ქმედება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზების მოძიებისკენ იყოს მიმართული
„ჟენევის მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც საქართველო ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით ესაუბრება რუსეთის ფედერაციას კონფლიქტის დარეგულირების თემებზე“,-ასე გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების" ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სოხუმში ე.წ. „ვიზიტის" ფარგლებში ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ გაკეთებულ განცხადებას. მინისტრის განცხადებით, სამ ძირითად საკითხზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და დევნილების დაბრუნება, ძალიან დიდი ხანია ვერ ხერხდება პროგრესის მიღწევა, რუსეთის დესტრუქციული პოზიციის გამო. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ქართული მხარის ამოცანაა, მოლაპარაკებები მიმართული იქნას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზების მოძიებისკენ, რისთვისაც აუცილებელია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა კონსტრუქციული ჩართულობა პროცესში. „ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ჩვენი ქმედება ჟენევის ფორმატში იყოს კონსტრუქციულობის ფარგლებში, იყოს მიმართული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ და შესაბამისი გზების მოძიებისკენ, რათა კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ამ კუთხით", - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, საქართველო ყველა ღონეს ხმარობს, რათა მოხერხდეს ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევა. მინისტრის განცხადებით, იგი მხოლოდ მიესალმება, თუ რუსეთი კონსტრუქციულობას გამოიჩენს და კონფლიქტის საკითხისადმი მისი მიდგომები შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო პრინციპებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან. „რადიო თავისუფლების" ეთერში მინისტრმა ასევე ისაუბრა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან მთავრობის კრიტიკაზე და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე ყოფილმა მთავრობამ ვერ მოახდინა საერთაშორისო საზოგადოების სათანადო მობილიზება და პოზიციების განმტკიცება საერთაშორისო ორგანიზაციებში. მისი განმარტებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მირ გადადგმული ნაბიჯები უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა საეთაშორისო ფორმატში რუსეთმა პასუხი აგოს თავის ქმედებებზე. ჯანელიძემ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში „ვიზიტი" კიდევ ერთხელ შეაფასა საერთაშორისო ნორმის დარღვევად და პროვოკაციულ პოლიტიკად. მან აღნიშნა, რომ ამ ფაქტს სათანადო შეფასებას აძლევენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ,სადაც რუსეთის ქმედებები იწვევს საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის კონსოლიდაციას.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)