04:46 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 21:51:55, 1523 ნახვა

საზოგადოება რეგიონი
ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაიამ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა დგებუაძესთან, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელ მამუკა კვიტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძესთან ერთად მეომრების ოჯახის წევრებს აღგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცემული წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში“ გადასცეს.

ასევე, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებთან შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბრენატორის მოადგილე ლაშა გვასალიამ მათ წიგნები გადასცეს.

შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics