|
2015-04-08 20:18:58, 649 ნახვა
პოლიტიკა
სტუდენტთა უფლებების ლიგა ცესკოს მიმართავს
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა მოუწოდებს ცესკოს დროულად მოახდინოს რეაგირება და დაარეგისტრირონ დამკვირვებლის სტატუსით. "საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას გვინდა დავაფიქსიროთ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დებულებასთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ, რომელიც მიღებული იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომ მათ შეექმნათ გარკვეული ბერკეტები, რათა სტუდენტური თვითმმართველობების არჩევნები არ ყოფილიყო გამჭვირვალე და ობიექტური. აღნიშნული ხარვეზი დღემდე არ გამოსწორებულა და თვითმმართველობები კვლავ აქტიურად იყენებენ მიღებულ დებულებას. აქვე აღსანიშნავია ის, რომ ცესკო რომელიც ატარებს უმაღლეს სასწავლებლებში არჩევნებს, რეგულარიზაციას არ ახდენს თვითმმართველობის მიერ მიღებულ დებულების და დღემდე რჩება გამოუსწორებელ ხარვეზად. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მიღებული დებულების თანახმად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს კატეგორიულად მოეთხოვებათ წარადგინონ ნოტარიულად დამოწმებული წესდება. ეს მიუღებელია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის დარეგისტრირებას არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა, სადაც ნათლად არის აღნიშნული რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ წესდების დედანი და არა ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომელი კანონმდებლობითაც ხელმძღვანელობს ცესკო. თუმცა ცესკოს მიერ სტუდენტურ თვითმმართველობის არჩევნებში ვხვდებით ხარვეზებს, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია და მოვუწოდებთ ცესკოს მოახდინოს რეაგირება- განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის ვიცე-პრეზიდენტმა ჯაბა ალთუნაშვილმა. ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვიცე-პრეზიდენტმა გიგა გუბელაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ 20 აპრილს ილიაუნიში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებია. "ჩვენ, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ შევიტანეთ განაცხადი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაციამ მიიღოს მონაწილეობა დამკვირვებლის სტატუსით არჩევნებში.თუმცა, სამწუხაროდ, ისევ ვაწყდებით ხარვეზებს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ სადამკვირვებლო დებულებაში, კერძოდ კი, ზემოთ ხსენებულ დებულებაში ცესკო ითხოვს ნოტარიულად დამოწმებულ წესდებას, ხოლო წესდების ნოტარიულად დასამოწმებლად საჭიროა ორგანიზაციის თითოეული დამფუძნებლის ხელმოწერა. პრობლემაც სწორედ ამაშია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას შესაძლებელია ყავდეს 2-3 ან მეტი დამფუძნებელი, ხოლო ნოტარიულად დამოწმებისათვის ყველა მათგანმა ამა თუ იმ მიზეზის გამო შესაძლოა ვერ შეძლონ ხელის მოწერა. ამ შემთხვევაში კი ნოტარიულად წესდების დამოწმება ვერ მოხდება". - აცხადებს გია გუბელაძე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)