17:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 13:36:27, 903 ნახვა

სამხედრო
ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ბრიტანულ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფოს ინსტიტუტს (RUSI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს მხრიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ, ხოლო ბრიტანეთის მხრიდან - RUSI-ის დირექტორმა რაფაელო პანტუჩიმ მოაწერეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ასევე თავდაცვის უწყებისა და ბრიტანული ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დოკუმენტის მიხედვით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარებასა და მოწვეული ლექტორების მიერ კონკრეტული კურსების წაკითხვას გულისხმობს. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება სამაგისტრო პროგრამის განვითარება, კერძოდ, მომავალ აკადემიურ წელს თავდაცვის ანალიზის სპეციალობით სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალამდე, შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები დეტალურად განიხილეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ბრიტანელი სტუმრები ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო პროგრამებისა და ინფრასტრუქტურის გასაცნობად გორში გაემგზავრნენ.

ბრიტანელი ექსპერტები თავდაცვის სამინისტროს მოწვევით საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, ხვალ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და RUSI-ის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ხვალვე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა RUSI-ის უფროსი მკვლევარის, დოქტორ იგორ სუტიაგინის ლექციასაც უმასპინძლებს.

თავდაცვის უწყების საგანმანათლებლო ცენტრებთან ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის საქართველოსთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა.

RUSI დედოფალ ელისაბედ მეორის პატრონაჟის ქვეშ მყოფი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი, პრესტიჟული და გავლენიანი კვლევითი ინსტიტუტია.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics