2017-04-20 10:17:02, 2527 ნახვა
სამართალი
შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ს.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
"სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, „აკ 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით)",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან