|
2017-04-19 17:49:50, 947 ნახვა
რეგიონი
სააღდგომოდ რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
14-16 აპრილს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სულ 6290 გამოძახება დაფიქსირდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ცენტრიდან აცნობეს, 14 აპრილს გამოძახებათა რაოდენობამ 1837 შეადგინა, 15 აპრილს - 1942, ხოლო 16 აპრილს - 2511. პაციენტთა ნაწილს სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაეწია, 1707 შემთხვევაში კი ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. გარდა ამისა, მწვავე ვირუსული ინფექციების მოტივით სასწრაფო დახმარების ცენტრში 530 გამოძახება დაფიქსირდა; ავტოსაგზაო შემთხვევის - 60, ხოლო ზოგადი ინტქოსიკაციის - 35 ფაქტი. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ქალაქ თბილისის და ბათუმის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს და მოსახლეობას გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას 206 ეკიპაჟის მეშვეობით, ოპერატიულად აწვდის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)