04:17 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 19:46:46, 928 ნახვა

რეგიონი
სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ლავროვის თვითმფრინავი სოხუმის ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტში ჩაფრინდა. 

ლავროვს აეროპორტში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ელჩი სემენ გრიგორიევი დახვდნენ.

 სერგეი ლავროვი ოკუპირებულ ქვეყანაში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, ხვალ კი, ხაჯიმბასა და კოვესთან შეხვედრას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ სერგეი ლავროვის ბოლო ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში 2011 წელს შედგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics