|
2017-04-18 18:55:54, 1532 ნახვა
საზოგადოება
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა გიორგი მარგველაშვილი ირანში მიიწვია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამად ჯავად ზარიფს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა და ე.წ საელჩოს გახსნის შესახებ აღშფოთება გამოთქვა. მათივე ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, თავის მხრივ კი, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სტუმარს გამოხატული მხარდაჭერისათვის. მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს გეოპოლიტიკური როლის მნიშვნელობას აღნიშნული ურთიერთობების განვითარების საკითხებში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე რეგიონულ თანამშრომლობას საქართველო-ირანი-აზერბაიჯანის კონტექსტში და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციების გააქტიურებას. გიორგი მარგველაშვილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მოწვევა გადასცა. „ჩვენ ამ რეგიონს ვუყურებთ, როგორც თანამშრომლობის რეგიონს და ნებისმიერი სახის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, რა თქმა უნდა, სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამ მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა, რომელიც შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან და პოლიტიკურ მდივან ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად ესწრებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე, ირანის სავაჭრო პალატის და სახელმწიფოს ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები.
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)