12:17 - 04 May, 2026
|
2017-04-18 17:42:14, 1593 ნახვა
პოლიტიკა
„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო კომისია დატოვა
„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველისთვის“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ტოვებს. შესაბამისი განცხადება მედიასთან პარტიის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააკეთა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დეტალურად ხვალინდელ ბრიფინგზე ისაუბრებენ. "უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" სახელით, ვტოვებ სამუშაო ჯგუფს, სამუშაო ჯგუფში ჩვენს მუშაობას ჰქონდა ერთადერთი აზრი, რომ გაგვეტანა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დემოკრატიული მოძრაობისთვის ითვლებოდა წითელ ხაზად, მათ შორის ეს იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული თემა, რომელიც პირველ რიგში გულისხმობდა საპარლამენტო საარჩევნო სისტემას და ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ მოდის არანაირ კომპრომისზე, ეს ეხებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტის არჩევითობისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხს და აქაც ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ არავითარი ცვლილება ამ მიმართულებით არ ხდება, რეალურად პრეზიდენტი იქნება ირიბად არჩეული, რა მნიშვნელობა აქვს, საარჩევნო კოლეგიების, თუ პარლამენტის მიერ იქნება დანიშნული, ძალიან კარგად ვხედავთ, რომ მიწაზე საკუთრების რეგულაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არ მქონე პირებისთვის კვლავ რჩება იმ საკითხად, რომელზეც ხელისუფლება არ მოდის კომპრომისზე და მიუხედავად იმისა, რომ გვეთანხმება, რომ მიწა არის განსაკუთრებული ღირებულებითი კატეგორია და მასზე ასახვა კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ შემზღუდავი ნორმა გაჩნდეს მავალდებულებელ ნორმასთან ერთად, ზუსტად ისე, როგორც 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის 116-ე მუხლით იყო განსაზღვრული, და ამაზე გვქონდა დავა, საბოლოო ჯამში, აქაც გვატყუებს ხელისუფლება და თვალში ნაცარს გვაყრის. ახლა ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლო ხელისუფლების თავით ხელისუფლება უარს აცხადებს საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს როლის გაზრდაზე იმგვარად, რომ რეალურად მოხდეს საბოლოო სასამართლო აქტების, ანუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზირება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ჟურნალისტმა დასვა კითხვა უმრავლესობის წევრის მიმართ, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის, რომ ჩნდება კონსტიტუციაში გარდამავალი დებულება, შესაბამისი ახალი მე-11 თავი, რომლითაც ევროატლანტიკური მისწრაფება განსაზღვრული იქნება კონსტიტუციური ორგანოებისთვის, როგორც მავალდებულებელი ნორმა, სწორედ გარდამავალი დებულებით იქნება განსაზღვრული, მინდა წარმოგიდგინოთ იმ პასუხის ფონზე, რომელიც ცოტახნის წინ მივიღეთ, პასუხი იყო რომ ჯერ მსგავსი რამ არ განიხილება, განიხილება, ეს არის ოფიციალური სამუშაო ვერსია, რომლითაც წარმოდგენილია მე-11 თავით გარდამავალი დებულება ევროატლანტიკური სივრცის მიმართ მისწრაფებასთან დაკავშირებით, ეს არის ის თემა, რომელზეც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმაც კი ვერ გაბედა 2010 წლის კონსტიტუციის რეფორმის ფარგლებში რომ შეეტანა მსგავსი ცვლილება, ეს არ არის მარადიული ღირებულება, რომელიც დროში უცვლელია",-აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.ცნობისთვის, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი ბოლო სხდომას მართავს.
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)