14:24 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-16 22:18:50, 2200 ნახვა

საზოგადოება
ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. 

დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. 

ტაძარში პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს, რომლის შემდეგ ღამისთევის მსახურება და ტაძრის გარშემო ლიტანიობა შესრულდა. 

ეკლესიებში იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი განაწილდა, რომელიც მომლოცველთა ჯგუფმა თბილისში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტანა. 

ცნობისთვის, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის უდიდესია. აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 49 დღე გრძელდება და აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულზე სრულდება. ბრწყინვალე შვიდეული კი, მსგეფსია.

სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად ჯვარს ეცვა. ჯვარცმიდან მესამე დღეს უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს წინასწარმეტყველება: „მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები“. 

კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა მიწისძვრა იგრძნეს. მერე ანგელოზი დაინახეს, რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა. ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი ისევ გაიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics