|
2017-04-14 15:11:47, 2166 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ხელისშემშლელ პროპაგანდას აქტიურად ეწევა - მთავრობის 2017-2020 წლების სტრატეგია
„რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს და აქტიურად ეწევა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ხელისშემშლელ პროპაგანდას“,-ამის შესახებ „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგიის“ დოკუმენტშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მიერ გრძელდება საინფორმაციო ომი საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა სახელმწიფოებში, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში, რითიც საფრთხე ექმნება ევროპულ და ევროატლანტიკურ ერთიანობას: „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დროს აქტიურად იქნა გამოყენებული ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ელემენტი, მათ შორის პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანია და კიბერშეტევები. 2014 წელს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისას კიდევ უფრო გააძლიერა პროპაგანდა და დეზინფორმაცია. რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს და აქტიურად ეწევა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ხელისშემშლელ პროპაგანდას. ამის გარდა, რუსეთის ფედერაციის მიერ გრძელდება საინფორმაციო ომი საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა სახელმწიფოებში, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში, რითიც საფრთხე ექმნება ევროპულ და ევროატლანტიკურ ერთიანობას. რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანია მიზნად ისახავს აღნიშნულ ქვეყნებში საზოგადოების ერთიანობის შესუსტებას, დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას და ევროკავშირისა და ნატოსადმი მხარდაჭერის შემცირებას. რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა აგრესიულმა ქმედებამ დასავლეთის ქვეყნები საპასუხო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის წინაშე დააყენა. დღის წესრიგში დადგა აქტიური სტრატეგიული კომუნიკაციის განხორციელება, რისთვისაც მოხდა როგორც საკანონმდებლო ბაზის დახვეწა შესაბამისი კანონებისა და რეზოლუციების მიღებით, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობის განვითარება. 2014 წელს რიგაში დაარსდა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრი. 2015 წელს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ალიანსმა ჰიბრიდულ ომზე ახალი სტრატეგია დაამტკიცა. 2015 წელს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში შეიქმნა აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალური ჯგუფი და დამტკიცდა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა. 2016 წლის ნოემბერში ევროპული პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა რეზოლუცია პროპაგანდის საწინააღმდეგო სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ, რომელშიც ხაზგასმულია რუსული პროპაგანდის ძლიერი გავლენა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებზე. საქართველოს მთავრობამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. 2014 წელს დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგია ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ. 2015 წლიდან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციის სტრუქტურული ერთეულები და გაძლიერდა „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“-ს შესაძლებლობები“,-ნათქვამია „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგიაში“.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)