|
2015-04-08 15:34:41, 1023 ნახვა
ეკონომიკა
არჩილ ხაბაძე აჭარის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას დაესწრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მთავრობის წევრები დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ აჭარის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას დაესწრნენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებას პროექტების დეტალები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ გააცნო. საუბარი უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ინვესტიციებს შეეხო. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. „2013-14 წელი ერთგვარი ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის ცამოყალიბების მოსამზადებელი პერიოდი იყო. მოგეხსენებათ 2015 წლიდან სამინისტროს დაგეგმილი აქვს და ახორციელებს გარე აქტივობებიც. მხედველობაში მაქვს ჩვენი პირველი ვიზიტი ასტანაში, სადაც ფორუმი „ასტანა-ბათუმი“ ჩავატარეთ. გასულ წელს ორი ფორუმი მოვასწარით, „ბაქო-ბათუმი“ და „კიევი - ბათუმი“. სამომავლოდ ბელორუსიაში და „მინსკი-ბათუმი“ ბიზნეს-ფორუმის ჩატარებას ვფირქობთ. ამ ფორუმების ჩატარების მიზანი არის ჩვენი პოტენციალი გავაცნოთ ჩვენს მეგობარ და მეზობელ ქვეყნებს. დამეგობრებულ ქალაქებსა და ქვეყნებში ვაკეთებთ იმ წარმატებული კომპანიების პრეზენტაციებს, რომლებიც მოგვყვებიან ამ ვიზიტებისას. ამით მათი ცნობადობის გაზრდა ხდება გარე ბაზრებზე .ბოლო ვიზიტი ძალიან პოზიტიური იყო . რამდენიმე ვიზიტი გვაქვს ამ წელს დაგეგმილი. მინდა გითხრათ რომ სხვადასხვა კომპანიებმა რომლებმაც გააკეთეს პრეზენტაციები შედეგი მიიღეს. დღევანდელი პრეზენტაციით გვინდა დავანახოთ მოსახლეობას, დაინტერესებულ მხარეებს არასამთავრობო სექტორს, ინვესტორებს, ბიზნესმენებს, დეველოპერებს, თუ რა გაკეთდა, რა კეთდება და რას ვაპირებთ მომავალში“, -განაცხადა არჩილ ხაბაძემ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ „რეგიონის საინვესტიციო პორთფელის ჯამური მოცულობა 1 754 500 000 აშშ დოლარია“. აჭარის მთავრობის ინფრომაციით, ამ დროისთვის მიმდინარე პროექტებზე დაახლოებით 3 581 რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული. 2015-2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 251 800 000 აშშ დოლარს შეადგენს. იგივე პროექტებიდან კი მხოლოდ 2015 წელს განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 366 200 000 აშშ. დოლარი იქნება. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა კი 502 700 000 აშშ დოლარია. შეხვედრის ფარგლებში ასევე ბათუმის გმირთა ხეივნის ტერიტორიის განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. ხეივნისთვის განკუთვნილი 3 ჰა ტერიტორია 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად არის დაყოფილი,რომლის ათვისება ორ ეტაპად განხორციელდება. კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის საინვესტიციო განვითარების კონცეფციის მიზანია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების შექმნა, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება. სასტუმრო „რედისონში“ შეხვედრა კითხვა პასუხის ფორმატით გაგრძელდა. რეგიონში დაგეგმილ ინვესტიციებთან დაკავშირებით მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეკითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)