10:43 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 18:30:22, 2063 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო კომისია დატოვა

„ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ“ საკონსტიტუციო კომისია დატოვა.

ამის შესახებ განცხადება  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ გააკეთა:

„ძალაუფლების სრული უზურპაცია, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება, მისი უფლებამოსილებების შემცირება, მმართველი გუნდის ინტერესებს მორგებული საარჩევნო წესების შემოღება და რეგიონების ინტერესების შელახვა, რაც ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაში გამოიხატება - ეს ის საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც ცხადყოფს, რომ კომისია თვალის ახვევის მიზნითაა შექმნილი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს ამაში მონაწილეობას და სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო კომისიას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ისაუბრა. „პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჩვენ, ისევე როგორც კომისიის სხვა წევრები, მაქსიმალურად ვეცადეთ საკონსტიტუციო ცვლილებები დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი ყოფილიყო და ქვეყნის უმთავრეს კანონში ცვლილებები მაღალი პოლიტიკური თანხმობის საფუძველზე განხორციელებულიყო, რაც ქვეყანაში სტაბილურობის წინაპირობას შექმნიდა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას სრულიად საპირისპირო მიზანი ამოძრავებს და ის ამ კომისიის მუშაობას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად განიხილავს. ნაციონალური მოძრაობა გამოთქვამს იმედს საერთაშორისო ორგანიზაციები, დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის ვენეციის კომისია ყურადღებას მიაპყრობს მიმდინარე პროცესებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics