|
2017-04-13 15:51:44, 1301 ნახვა
საზოგადოება
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგია და 2017-2021 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განახლებული ერთიანი სტრატეგია და 2017-2021 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, სხდომას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა. ღონისძიების მონაწილეებმა 2016 წლის ანგარიშიც მოისმინეს. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა, სასამართლო რეფორმა, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა,პრობაციის სისტემის რეფორმა, პოლიციის რეფორმა, პროკურატურის რეფორმა, იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმა, სისხლის სამართლის სისტემაში რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, იურიდიული განათლების რეფორმა, სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება. დღეს დამტკიცებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არაერთ სიახლეს ითვალისწინებს. კერძოდ: სასამართლო რეფორმის მიმართულებით − მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების პრაქტიკაში დანერგვა, მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა, საკასაციო სასამართლოში საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმების გაფართოების დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებები უზენაეს სასამართლოში, საქმეთა ელექტრონული სისტემის დანერგვა, ნაფიც მსაჯულთა სამართალწარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის ინსტრუქციების შემუშავება;პროკურატურის სისტემის რეფორმის მიმართულებით − ახალი სტრატეგიის იმპლემენტაცია; პროკურორთა შეფასების სისტემა და ეთიკის კოდექსის დანერგვა; სისხლის სამართლის კოდექსის მიმართულებით −გადახედვა და ცვლილებების მიღება, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებსა და სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით − პროფესიონალთა − არასრულწლოვანთა საქმეების გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლეების და საქმეში ჩართული სხვა სპეციალისტების მომზადება; სასჯელის ალტერნატიული სახის − შინაპატიმრობის იმპლემენტაცია. სისხლის სამართლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია, აგრეთვე, უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისათვის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების, პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმების დახვეწა, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და ფსიქიატრიული სერვისების განვითარება. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ევროკავშირის პროექტის − „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ − თანადგომით გაიმართა. ღონისძიებას სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები − აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწრებოდნენ. (NS)
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)